Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანმა მთავრობის სახელით სომხეთის დახმარების მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იტყობინება საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ინტენსიური კომუნიკაციის შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი. კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ის პანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სომხეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველოში პეტიცია ვრცელდება. მისი ავტორები საქართველოს მთავრობას მიმართავენ გახილოს მეზობელი ქვეყნის დამხარების საკითხი. საუბარია სომხეთის მოქალაქეების საქართველოში მკურნალობის შეთავაზებაზე.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 11 221 ადამიანი. უკანასკნელ 24 საათი გამოვლინდა 698 ახალი შემთხვევა. სომხეთში COVID 19-თ გარდაცვალა 176 ადამინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG