Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის სამინისტროს დავალებით ტყიბულში ვითარების შესასწავლად ჯგუფი გაემგზავრა


ეკონომიკის სამინისტროს დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ვითარების შესასწავლად გაემგზავრა. შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გათიშვის მიზეზის შესასწავლად წასვლაზე ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

"სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტყიბულელ მეშახტეებს მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშაობა შეჩერებული აქვთ. ისინი შრომის პირობების და უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შახტში ჩასასვლელი კონსტრუქციის გაუმართაობა მეშახტეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და მის დროულად შეკეთებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG