Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ შალამოვის ჯოჯოხეთი


ვარლამ შალამოვის ჯოჯოხეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:29:59 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ისტორიული სინამდვილის ასახვაზე ლიტერატურაში, კერძოდ, საბჭოთა გულაგის საშინელებათა ასახვაზე დიდი რუსი მწერლის, ვარლამ შალამოვის, მოთხრობებში, რომელთაც საერთო სათაური, „კოლიმური მთხრობები“, აერთიანებთ.

შალამოვი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და მან საბჭოთა ჯოჯოხეთში, საერთო ჯამში, თითქმის ოცი წელი გაატარა. ამ სამყაროს იგი პირველად 1929 წელს ეწვია, როდესაც ვიშერის ბანაკში დაამწყვდიეს. შემდეგი დაპატიმრება უკვე 1937 წელზე მოდის, როდესაც იგი უკვე კოლიმაზე განაწესეს ბანაკში, სადაც ადამიანურ სისასტიკეს უმკაცრესი ბუნების დაუნდობლობაც ერთვოდა. აქ თექვსმეტი წელი დაყო, მათ შორის თოთხმეტი – პატიმრად. ციხეში გატარებული წლების გამოცდილება შალამოვმა იმ დასკვნით დაასრულა, რომ ამ ჯოჯოხეთს არ შეუძლია რაიმე პოზიტიური მისცეს ადამიანს. ამ საკითხზე მას დიდი კამათი ჰქონდა გულაგის კიდევ ერთ დიდ მემატიანესთან, ალექსანდრ სოლჟენიცინთან. საბჭოთა კავშირში შალამოვი არ იბეჭდებოდა, მხოლოდ უცხოეთში და ისიც – ფრაგმენტულად. მიუხედავად ამისა, იგი „უჯრისთვის“ წერდა და ასე შეიქმნა მისი ექვსი კრებული: „კოლიმური მოთხრობები“, „ნიჩბის არტისტი“, „მარცხენა ნაპირი“, „ნარკვევები დანაშაულებრივ სამყაროზე“, „ლარიქსის აღდგინება“, „ხელთათმანი ანუ კრ-2“. შალამოვი დაცემული ადამიანის მფარველი მწერალი-ანგელოზი იყო. რა დგას ადამიანის დაცემის მიღმა, ვინ არიან „დახადიაგები“, რატომაა ბრაზი უკანასკნელი გრძნობა? რატომ არ ბრუნდება სიყვარული? როგორ იღებდნენ მანდელშტამის სიკვდილის შემდეგ მისი სახელით პატიმრები პოეტის კუთვნილ პურს? რა არის ტრადიციული ლიტერატურის მიღმა? ვინ იყო შალამოვის კეთილისმყოფელი ქართველი, ვინმე ღოღობერიძე? — ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
XS
SM
MD
LG