ხელისუფლების ცნობით, თალიბების მრავალრიცხოვანი რაზმი ქვეყნის მასშტაბით თავს დაესხა უსაფრთხოების საგუშაგოებს და დახოცა, სულ მცირე, 14 სამხედრო პირი.
ქაბულის ცნობით ყუნდუზში ორი კოორდინირებული რეიდის სამიზნე იყო პოლიციის საგუშაგო, ერთი თავდასხმა კი თალიბებმა განახორციელეს არმიის ბლოკპოსტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეტაკების დროს დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 8 წევრი, ხოლო 7 - დაიჭრა.
პარალელურად, თალიბებმა წუხელ კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს უსაფრთხოების საგუშაგოებზე ბალხისა და ღაზნის პროვინციებში, სადაც სულ მცირე ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ბრძოლის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თალიბი მებრძოლი დახოცეს.
ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა თალიბანი დაადანაშაულა თავდასხმების სერიის მოწყობაში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოტენციური მოლაპარაკების წინ.
დაჯგუფება თალიბანს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ცნობები წუხანდელი იერიშების შესახებ.
მორიგი თავდასხმის ფონია გასულ კვირაში თალიბების მიერ ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი თავდასხმების სერია, რომლის დროსაც მეამბოხეებმა იმსხვერპლეს უსაფრთხოების ძალების 291 წევრი და დაჭრეს 550.