Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს ისევ აცხადებს


თბილისის მერიის თბილისის სატრანსპორტო კომპანია 300 მიკროავტობუსის შესაძენად ტენდერს ისევ აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 მლნ ლარია, რაც თითო მიკროავტობუსზე, დაახლოებით, 97 ათასი ლარია.

სატენდერო პირობები ასეთია:

  • ფერი - ლურჯი;
  • გამოშვების წელი - 2020 წელი;
  • სიგრძე - მაქსიმუმ 7 მ;
  • სიგანე - მაქსიმუმ 2,5 მ;
  • სიმაღლე - არანაკლებ 1,9 მ;
  • ადგილები - არანაკლებ 17 ცალი;
  • ტემპერატურა - გათბობა/გაგრილების სისტემები.

თბილისის მერიამ 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი აპრილში შეაჩერა. მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო საშუალებები "თბილისის მიკროავტობუსისთვის" უნდა გადაეცა, რომელსაც ქალაქში მგზავრები გადაჰყავს.

XS
SM
MD
LG