Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა სუბელიანზე თავდასხმისთვის დამნაშავეს 1,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა


სამოქალაქო აქტივისტზე, ანა სუბელიანზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შემთხვევა გასული წლის 8 ნოემბერს მოხდა, როცა კინოთეატრ ამირანში ფილმის And Then We Danced ჩვენება იწყებოდა. ამ დღეს, დაახლოებით 19:45 საათზე, დამნაშავემ სამოქალაქო აქტივისტს გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით მობილური ესროლა. სუბელიანმა სახის არეში დაზიანებები მიიღო, დამნაშავე კი ადგილზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო დაწყებული. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG