აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბარისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან იმსჯელა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფოს სამიტის გამართვის გარშემო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებში ნათქვამია, რომ 13 ივლისს „მათ იმსჯელეს ახლო მომავალში გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის სამიტის მოწყობის შესახებ გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად“.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, გამართულიყო ეგრეთწოდებული „ბირთვული ხუთეულის“ სამიტი - რუსეთის, აშშ-ის, ჩინეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის მონაწილეობით. ამ იდეას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებში არაფერია ნათქვამი ამ ინიციატივის მიმართ სხვა წევრების დამოკიდებულების შესახებ.
ცოტა ხნის აშშ-ის პრეზიდენტმა, დაონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე სურს რუსეთის მიწვევა, მაგრამ „შვიდეულის“ ზოგიერთმა წევრმა ეს იდეა გააკრიტიკა.
სატელეფონო საუბრისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, განიხილეს სხზვა, ორმხრივი ინტერესების მქონე საკითხები, მათ შორის ავღანეთის თემა. პომპეომ წამოაყენა აშშ-ში არჩევნების უსაფრთხოების თემა.