Accessibility links

შრომის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით


რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში ცვლილებები. მანამდე კი კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ პროექტში გაითვალისწინეს კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შენიშვნა. ამოიღეს პუნქტი, რომლის მიხედვით, როგორც ხუნდაძემ თქვა, რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში იკრძალება ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება.

22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითად შეაფასეს კანონპროექტში მოცემული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა:

  • შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება;
  • დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების გარანტირება;
  • სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვ.

მიუხედავად საჭირო ცვლილებებისა, საია და EMC მიიჩნევენ, რომ კანონპროექტთა პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს:

  • ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს;
  • არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს;
  • არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება;
  • ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG