Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Gallup-ი: წამყვან სახელმწიფოებს შორის რუსეთის ხელმძღვანელობა მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარულია


Gallup-ის ახალი გამოკვლევის თანახმად, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოს ოთხი წამყვანი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მოწონების თვალსაზრისით.

აშშ-ის, რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთის ხელმძღვანელობის პოპულარობის ასეთი რეიტინგი ყოველ წელს კეთდება 2007 წლიდან მოკიდებული. მასში რუსეთი ტრადიციულად უკანასკნელ ადგილზეა ხოლმე.

Gallup-ის რეიტინგში - ისევე, როგორც უკანასკნელ ორ წელს - პირველ ადგილზეა გერმანია, რომელსაც კანცლერი ანგელა მერკელი წარმოადგენს. გერმანიის ხელმძღვანელობის მიმართ მოწონებას ავლენს მთელ მსოფლიოში გამოკითხულთა 44%.

33%-ით მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ის ხელმძღვანელობის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს. ახლა ის ოდნავ გაუმჯობესებულია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას იწონებს გამოკითხულთა 32%, რუსეთისას კი - 30%.

2014 წელს, როცა მოხდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG