საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ფიქრობს, რომ გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის შეფარდებით, "ოპოზიციის სპეკულაციებს წერტილი დაესვა". ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას განაჩენს.
"საქართველოში მართლმსაჯულებას ახორიციელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, რომელმაც, ცალსახად, დამნაშავედ ცნო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში. ამ განაჩენმა წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს, რომლებიც ცდილობდნენ უდანაშაულოდ გამოეცხადებინათ ნაციონალურ მოძრაობად წოდებული კრიმინალურ დაჯგუფების ერთ-ერთი კრიმინალი ლიდერი", - თქვა მათიკაშვილმა.
სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.