Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი გახარია: ვხურავთ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამას


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თვითდასაქმებულთა სოციალური დახმარების პროგრამა იხურება. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობას მთლიანობაში 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების მიღების თხოვნით მიმართა 250 00-მა ადამიანმა. მათგან დახმარება ამ დროისთვის მიღებული აქვს 170 000 პირს.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, ამ ადამიანებს შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად, მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჰქონდათ შევსებული. მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს დარჩენილ 80 000 მოქალაქესაც:

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 000 საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს ეს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება, ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მოქალაქეებს ერთჯერადი დახმარებები სექტემბრამდე დაერიცხებათ.

თვითდასაქმებულების ერთჯერადი 300 ლარის ოდენობის თანხით დახმარებას კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG