Accessibility links

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერიდანაა


​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 კი სვანეთიდან, კერძოდ კი ლენჯერიდანაა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ჯამში ლენჯერთან კავშირში კორონავირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი ჯამში 1 278 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 058 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან 16 პირის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG