Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი ახსნა-განმარტებას ითხოვს ძებნილ პრემიერ-მინისტრთან ერთად ლუკაშენკას „გამოჩენისთვის“


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა (ცენტრში) ბელარუსის ბიოტექნოლოგიურ კორპორაციაში. ყირგიზეთი აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც მის გვერდზე დგას (ჯოხით ხელში), არის ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ძებნილი დანიარ უსენოვი. მინსკი, 2020 წ. 10 აგვისტო.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა (ცენტრში) ბელარუსის ბიოტექნოლოგიურ კორპორაციაში. ყირგიზეთი აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც მის გვერდზე დგას (ჯოხით ხელში), არის ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ძებნილი დანიარ უსენოვი. მინსკი, 2020 წ. 10 აგვისტო.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს ახსნა-განმარტება მოსთხოვა იმის თაობაზე, თუ რატომ იმყოფებოდა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ახლახან თავის საჯარო გამოსვლაში კაცთან ერთად, რომელიც ჰგავდა ყირგიზეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ძებნილ დანიარ უსენოვს.

უსენოვი, რომელიც სავარაუდოდ ბელარუსში ცხოვრობს, მრავალი წლის განმავლობაში იძებნება ყირგიზეთის ხელისუფლების მიერ. ძებნა გამოცხადებულია ასამდე ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით 2010 წლის მოვლენების გამო, როცა უშიშროების ძალებმა დედაქალაქ ბიშკეკში საბრძოლო ტყვიები დაუშინეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ ბიშკეკში ბელარუსის საელჩოს თანამშრომელს საპროტესტო ნოტა გადაეცა და მას მოსთხოვეს, უსენოვის „დაკავებისა და ექსტრადიციისთვის საჭირო დაჩქარებულ ზომებს მიმართონ“.

ამ ადამიანის გვერდით ლუკაშენკა 10 აგვისტოს გამოჩნდა ბელარუსის ეროვნული ბიოტექნოლოგიური კორპორაციის მონახულებისას. იმავე დღეს ის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ხელახლა იქნა არჩეული პრეზიდენტად.

მსგავსი ახსნა-განმარტება ყირგიზეთმა ბელარუსს 2018 წელსაც მოსთხოვა მას შემდეგ, რაც ბელარუსის მედიაში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც, ყირგიზეთის ხელისუფლების თქმით, ძებნილი პრემიერ-მინისტრი იყო გამოსახული.

ბელარუსის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ ეს ადამიანი იყო „დანიილ ურიცკი“ და რომ ის ბელარუსის ეროვნულ ბიოტექნოლოგიურ კორპორაციას ხელმძღვანელობდა.

2014 წელს უსენოვს, რომელიც ყირგიზეთის ჩამოგდებულ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევთან და 24 სხვა პირთან ერთად გაასამართლეს, დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 2010 წლის აპრილის სისხლიანი მოვლენებისას ბრძანების გაცემისთვის.

2010 წელს მაშინდელი ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ უსენოვი, ბაკიევი და საქმის სხვა ფიგურანტები ყირგიზეთიდან გაიქცნენ.

მოგვიანებით ბაკიევი ბელარუსში გამოჩნდა. მაგრამ მინსკმა ბიშკეკს უარი უთხრა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის გადაცემაზე.

XS
SM
MD
LG