Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმის მოწმეები სასამართლოში 21 აგვისტოს გამოიკითხებიან


21 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეები გამოიკითხებიან.

საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი, არ აკონკრეტებს, ვინ გამოიკითხება ხვალინდელ სხდომაზე.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყო.

საქმის განხილვა სასამართლოში ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება. მომდევნო სხდომები დანიშნულია 21, 25 და 26 აგვისტოს. ბრალდების განმარტებით, აღნიშნული ფაქტორი გამომდინარეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით.

ბრალდებულთა დაცვა აპროტესტებს სასამართლო სხდომების ამ ინტენსივობით დანიშვნას და ისინი აცხადებენ, რომ მათ არ მიეცემათ საპატიმროებში შესვლისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან გასაუბრების საშუალება.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG