Accessibility links

შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ნივთმტკიცების შესახებ ჟურნალისტი გამოკითხვაზე იმყოფება


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება, სადაც მან შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული ნივთმტკიცება, მობილური ტელეფონი უნდა წარადგინოს.

ჟურნალისტის განცხადებით, ტელეფონი, რომელიც მას სანდო წყარომ მიაწოდა, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს ეკუთვნის. ჟურნალისტის ინფორმაციით, ამირხანაშვილი ამ ტელეფონით ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებს ეკონტაქტებოდა და ისინი შაქარაშვილის საქმის შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს ესემეს შეტყობინებებით უცვლიდნენ.

გიგლა თუმანიშვილი ამბობს, რომ ის გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას და არ დაასახელებს წყაროს, რომელმაც მას აღნიშნული ტელეფონი მიაწოდა:

„ჩვენ წარვადგენთ ტელეფონს და შემდეგ, გამომძიებლები გაშიფრავენ იმ მიმოწერას, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. რა შეკითხვები ექნებათ, არ ვიცი. სავარაუდოდ, მათი ინტერესი იქნება, თუ ვინ მოგვაწოდა ეს ტელეფონი. ჩვენ, ჩვენი მორალური ვალდებულების ფარგლებში მივცემთ ჩვენებას“.

გიგლა თუმანიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი ეთერში 19 აგვისტოს გავიდა.

პროკურატურა 20 აგვისტოს გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ მიმოწერა გურამ ამირხანაშვილს არ ეკუთვნის და ფაქტზე დაიწყება გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG