Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა გეგიძე: ზაფხულში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი


"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ბიძინა გეგიძე ისევ აპირებს, რომ პარლამენტში ამ უბნის სახელით მოხვდეს. ის ინფორმაციას თავისი ოფიციალური ფეისბუკის გვერდის საშუალებით ავრცელებს.

"ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი", - წერს ის.

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, უპარტიო დეპუტატობის კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა უნდა დაასახელოს, გეგიძე სწორედ ამიტომ მსგავს ჯგუფს ეძებს.

"ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში", - აცხადებს ის.

ვაკეში ამ ეტაპზე რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელებულია: "ქართული ოცნების" სახელით კენჭს ნოდარ ტურძელაძე იყრის, "ოპოზიციური ერთობის" - ელენე ხოშტარია, "ლელოდან" - ლევან კობერიძე, "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" კანდიდატი კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG