Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ბულვარში დადგმულ კარვებში, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმისა და ქობულეთის ბულვარებში დადგმულ კარვებში, კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ტესტირება დაიწყო შეკვეთილშიც.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ნებაყოფლობით აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია:

„ქობულეთის ორივე წერტილში, სადაც შემთხვევები გვქონდა, სიტუაცია დასტაბილურდა. კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული ბევრი ადამიანი გამოიკვლიეს და არსებული დადებითი შემთხვევის გარდა, მეტი აღარ გვქონია. ასევე, მეორე შემთხვევა, რომელიც საოჯახო ტიპის სასტუმროსთან იყო დაკავშირებული, იქაც ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ. ამ თვალსაზრისით მზარდი რისკი, რომ ინფექციის გავრცელება იყოს, ნაკლებია. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მშვიდად უნდა იყოს“.

23 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 17-ივეს ინფიცირების წყარო ცნობილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG