Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილთან მომხდარი ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა


25 აგვისტო გლოვის დღედ ცხადდება შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. გლოვის ნიშნად ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

XS
SM
MD
LG