Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბერნარდ შოუ


ჯორჯ ბერნარდ შოუ
please wait

No media source currently available

0:00 0:30:07 0:00
გადმოწერა

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე და მის 1925 წლის ლაურეატზე, სახელგანთქმულ ბრიტანელ, კერძოდ, ირლანდიელ დრამატურგზე, „მეორე შექსპირად“ წოდებულ ჯორჯ ბერნარდ შოუზე.

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“გთავაზობთ საუბარს ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე, ნობელის პრემიაზე და მის 1925 წლის ლაურეატზე, სახელგანთქმულ ბრიტანელ, კერძოდ, ირლანდიელ დრამატურგზე, „მეორე შექსპირად“ წოდებულ ჯორჯ ბერნარდ შოუზე. პრემიის მინიჭებისას შვედეთის აკადემიის განმარტება ასეთი იყო: „მისი შრომისთვის, რომელიც აღნიშნულია როგორც იდეალიზმით, ისე ჰუმანიზმით, მისი მასტიმულირებელი სატირისათვის, რომელიც ხშირად გამსჭვალულია არაჩვეულებრივი პოეტური სილამაზით.“ თავად შემოქმედმა პრემია მიიღო, მაგრამ ფულად ნაწილზე უარი განაცხადა, ჩემი მკითხველები და მაყურებლები ისედაც მშვენივრად მარჩენენო. რა ხუმრობით შეხვდა დიდი დრამატურგი ნობელის პრემიის მინიჭებას; რა პრობლემები ჰქონდა ბერნარდ შოუს ცენზურასთან; რატომ გააცოცხლა მეოცე საუკუნის დასაწყისში ბერნარდ შოუმ ძველი ბერძნული მითი პიგმალიონზე; რატომ მოუწია ცვლილებების შეტანა „პიგმალიონის“ მიხედვით 1935 წელს გადაღებული ფილმისთვის; რატომ მიაჩნდა თავისი შემოქმედების მთავარ ნაწარმოებად opus magnum-ად „წმინდა იოანა“ („ჟანა დ’არკი“) და არა „პიგმალიონი“; რატომა არაა ბერნარდ შოუს ჟანა დ’არკი ყველაფერთან ერთად ლამაზი, თუკი იგი ასეთი იყო ყველასათვის, დაწყებული მარკ ტვენიდან; რატომ გამოჩნდა შუა საუკუნეების გარემოცვაში „წმინდა იოანას“ ფინალში კაცი 1920 წლიდან, რომლის ჩაცმულობამ და მეტყველებამ გაამხიარულა იმდროინდელი ელიტა; რატომ ვერ დაწერა ბერნარდ შოუმ ლიტერატურული ნაწარმოები მუჰამედზე, თუმცა ამის დიდი სურვილი ჰქონდა; რატომ ეპატია ბერნარდ შოუს არა მხოლოდ მარქსისტობა, არამედ სტალინისტობა; რაზე ილაპარაკეს პირადი შეხვედრის დროს სტალინმა და შოუმ, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

XS
SM
MD
LG