Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბა:ასლან ბჟანიამ იცოდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებთან მისი თანაშემწის შეხვედრის ამბავი


დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა, აცხადებს, რომ ასლან ბჟანია, სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი საქმის კურსში იყო მისი თანაშემწის, ლაშა საკანიას და საქართველოს ოპოზიციური პარტია, „საქართველოს პარტრიოტთა ალიანსის“, ლიდერების შეხვედრის შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს სერგეი შამბაზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ესწრებოდა დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ვეტერანთა ორგანიზაცია, „არუაა“-ს შეხვედრას.

აღნიშნული ორგანიზაცია ხელისუფლებისგან ითხოვს იმ პირების დასჯას, რომლებმაც უზრუნველყვეს ქართველ პოლიტიკოსებთან „საიდუმლო შეხვედრა“.

სერგეი შამბას თქმით, ახლან ბჟანიას უცნობებია „არუაა“-ს წარმომადგენლებისათვის, რომ აღნიშნულ საკითზე მისი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 27 აგვისტოს, დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

24 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად.

„დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“, - განაცხადა ინაშვილმა. მოგვიანებით მან თავის ფეიბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ლაშა საკანიას განცხადებითვე, ფაქტი შეგნებულად არ აცნობა არც გალის რაიონის ხელმძღვანელს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს სწორედ იმიტომ, რომ ღონისძიებისთვის არ მიეცა რაიმე ოფიციალური სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG