Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განსაზღვრულია 95 ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოდან დისტაციური სამუშაო პირობები


სამი კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციური მუშაობის დასაწყებად 12-დღიანი ფასიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ამ და დამატებით საჭირო კრიტერიუმებზე ისაუბრა ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით 95-ზე მეტის ქვეყნის მოქალაქეს და საქართველოში ბინადრობის მქონე პირს, შესაძლელობა ექნება იმოგზაუროს და იმუშაოს დისტაცნიურად.

„ამ ქვეყნების სამი კარეგორიის მოქალაქეებს, იქნებიან ესენი თვითდასაქმებულები, სრული გადაკვეთით დასაქმებული თუ მეწარმეები, ექნებათ საშუალება stopCoV.ge-ზე არსებული აპილკაციით ისარგებლონ. ველები მარტივია. რაც გულისხმობს ადამიანების პირადი ინფორმაციის შევსების ველებს. მათ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ რომ ფინანსურად აქვთ შესაძლებლობა საქართველოში ყოფნის პერიოდში უზრუნველყონ საცხოვრებელი გადასახადები“, - განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ინდუსტრიისთვის ხელშეწყობის მიზნით, მარიან ქვრივიშვილის განცხადებით, ამ ადამიანს ექნებათ ოჯახის წვერებთან ერთად საქართველოში მოგზაურობის საშუალება.

მათთვის სავალდებული იქნება 12 -დღიანი კარანტინის გავლა. საკარანტინე პერიოდში ხარჯებს თავად უცხო ქვეყნის მოქალაქეები აანაზღაურებენ. სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, იმ პერიოდით, რა დროითაც ისინი საქართველოში ყოფნას გადაწყვეტენ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 30-მდე სასტუმრომ გამოთქვა ინტერესი, ჩაეროს ამ სქემაში, როგორც კომერციული საკარანტინე სივრცე.

„ეს მათ მისცემს ბევრად მეტ ფინანსურ სარგებელს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო საკარანტინე პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სავალდებულო საკარანტიმე ვადის ამუწურვის შემდეგ, "მე-13 დღეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ტესტირების შემდეგ გახდებიან სრულფასოვანი ტურისტები", მარიამ ქვრივიშვილის სიტყვებით, ამ პროექტით ჩანს, რომ საქართველოში შემოვლენ „მხარჯველუნარიანი ტურისტები და ისინი საქართველოში დარჩებიან გაცილებით მეტი ხნით ვიდრე გასული წლების განმავლობაში“.

საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურ მუშაობას სთავაზობს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG