საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურ მუშაობას სთავაზობს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
"გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო მეტი გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე, როცა, ფაქტობრივად, გეოგრაფიულ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს, რომ განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები", - განაცხადა გახარიამ.
მას არ დაუკონკრეტებია, რა პირობებით ჩამოვლენ 95 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, მოუწევთ თუ არა მათ კარანტინის გავლა, თუ საკმარისი იქნება PCR ტესტების ჩატარება. განაცხადის ფორმა სამთავრობო ვებგვერდზე stopCoV.ge-ზეა ხელმისაწვდომი.
დაწერეთ კომენტარი