Accessibility links

ბარ Skygirls-ის მენეჯერიც დააკავეს


შსს-ის თანახმად, დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი - ამავე დაწესებულების მენეჯერი, 1990 წელს დაბადებული მ.ჩ. დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე ამავე საქმეზე პოლიციამ ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა.

შსს-ს თანახმად ბარის მენეჯერმა დაწესებულების დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბარის სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ".

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

ინფორმაცია მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მოქალაქე ივიკო ფრუიძემ სოციალური ქსელ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. ინფორმაციაში იგი ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებდა.

როგორც მოქალაქე აღნიშნავდა, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა, ღიად გამოხატული პროტესტის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG