Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ირანის ლიდერებს მიმართავს, სიკვდილით არ დასაჯონ მოჭიდავე ნავიდ აფკარი


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს მიმართა, რათა სიკვდილით არ დასაჯონ ცნობილი მოჭიდავე ნავიდ აფკარი. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა:

„გავიგე, რომ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ჭიდაობის დიდი და პოპულარული ვარსკვლავი, 27 წლის ნავიდ აფკარი, რომლის ერთადერთი ქმედება იყო ქუჩაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია. ისინი აპროტესტებდნენ „ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასა და ინფლაციას“. მივმართავ ირანის ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს და მას სიკვდილით არ დასჯით. გმადლობთ!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორსა და ნაკრების წევრ ნავიდ აფკარის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განაჩენის აღსრულებამდე კი 74-ჯერ გაროზგავენ.

27 წლის სპორტსმენს ირანის სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი სამი წლის წინანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გამოუტანა. ნავიდის გარდა, განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს, რომლებიც იგივე ბრალდებით არიან დაკავებულები. ვაჰიდ აფკარის 54 წელი მიუსაჯეს, ხოლო ჰაბიბს - 27.

სამ ძმას სასამართლომ ოცზე მეტი ბრალდება წაუყენა. მათ შორის - ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის​ შეურაცხყოფა.

XS
SM
MD
LG