Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქრიაშვილი: არასდროს ვიზიარებდი იმ პარტიის დანაშაულზე პასუხისმგებლობას, რომლის მოკავშირეც ვიყავი


კახა ოქრიაშვილი, რომელიც პოლიტიკაში ყოფნის დროს მოქმედი ხელისუფლების - "ქართული ოცნების" გუნდის წევრიც იყო, მანამდე კი - ყოფილი ხელისუფლების, ამბობს, რომ იმ დროის განმავლობაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს. ამის შესახებ მან კოალიციაში "ძალა ერთობაშია" გაერთიანების შემდეგ განაცხადა.

"თუ რომელიმე პარტიის მოკავშირე ვიყავი, მე არასოდეს არ ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, ან შეცდომებზე, ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში, ეს იყო 2012 წლამდე თუ მის შემდეგ", - განაცხადა მან.

ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. მათ შორის, 2012 წელს ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდა, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ კი მათ შეუერთდა. "ქართულ ოცნებასთან" უთანხმოება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა, რის შემდეგაც ის მაჟორიტარ კანდიდატად აღარ დაასახელეს. ამის შემდეგ ოქრიაშვილმა პარტია "პროგრესი და თავისუფლება" დააფუძნა.

კახა ოქრიაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც საქართველოს პარლამენტის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდო. ამ პროექტს მხარს უჭერდნენ კოალიციის "ძალა ერთობაშია" ის წევრები, რომლებიც პარლამენტში მუშაობენ.

კახა ოქრიაშვილი მილიონერი დეპუტატია. მას ეკუთვნის ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს 95 პროცენტი, ხოლო მის ცოლს - ჯი-ემ-პის 100 პროცენტი. მისი ოჯახის შემოსავალი გასულ წელს რამდენიმე მილიონს აღემატებოდა. ოქრიაშვილის ყოველწლიური ხელფასი პარლამენტში კი 47 699 ლარი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG