Accessibility links

„ერთიანობის მარში“ ბელარუსში - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 სექტემბერს


ბელარუსში აქციის მონაწილეები დააკავეს

ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე „ერთიანობის მარში“, რომელიც ასზე მეტი აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

ბელარუსში გამართული აქციები არასანქცირებულია, თუმცა მოქალაქეები უკვე მეოთხე კვირაა მასშტაბურ აქციებზე პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდეგ მაინც გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად მილიციამ აქციის მონაწილეების დაკავება მაშინ დაიწყო, როცა მარში დასრულდა და ხალხმა უკვე დაშლა დაიწყო.

დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი ოლგა პავლოვა, კომპანია „ეკოდომის“ ხელმძღვანელი ირინა სუხი და „რადიო რაციის“ ჟურნალისტი არტიომ სიზინცოვი.

აქ წაიკითხე და ნახე მეტი მინსკში გამართული საპროტესტო აქციის შესახებ.

ამირან გამყრელიძე: თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ჩაკეტვები არ დაიწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ან სხვა მნიშვნელოვანი ზომების გამკაცრება ქვეყანაში არ იგეგმება. თუმცა აქვე დააკონკრეტა, რომ მცირე მასშტაბის ზომები შესაძლოა გამკაცრდეს.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინფორმაცია დღეს დილიდან განახლდება, თუმცა მანამდე, თებერვლიდან დღემდე საქართველოში ვირუსის რეგისტრირებული შემთხვევები 1310-ს შეადგენს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სააკაშვილი დღეს აპირებს საზოგადოებას გააცნოს მისი დაბრუნების გეგმები

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დღეს მიმართვას გააკეთებს საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით.

წინა ვიდეომიმართვა მან 27 აგვისტოს, ასევე „ფეისბუკის“ მეშვეობით გაავრცელა და ქართველებს ჩამოსვლას დაჰპირდა.

ამას მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადება და შეფასება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დააკავებენ.

ჰაიკო მაასმა პირველად ახსენა "ჩრდილოეთის ნაკადი-2" ნავალნისთან დაკავშირებით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა რუსეთს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კონკრეტული ზომები მიიღოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამოსაძიებლად. გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან დაამატა, რომ თუ მოსკოვი გააგრძელებს „ბუნდოვან განცხადებებს“, მაშინ ეს ბერლინისთვის იქნება დანაშაულში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის დადასტურება.

ინტერვიუში მაასმა ნავალნის მოწამვლის კონტექსტში პირველად ახსენა პირდაპირ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“. „იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის შეცვლას“, თქვა მან. ამასთან, აღნიშნა, რომ ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მოსკოვის მიმართ ზომების შესახებ დისკუსია არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ გაზსადენის საკითხით.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არის გაზსადენი, რომელმაც რუსეთი და გერმანია უნდა დააკავშიროს ერთმანეთს. დასავლეთში ამ მილსადენის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. მას ეწინააღმდეგება აშშ-იც და თვლის, რომ პროექტი გაზრდის რუსეთის გავლენას დასავლეთ ევროპაზე.

წაიკითხე მეტი.

კიბერშეტევა არჩევნების წინ - ეჭვები მოსკოვისკენ

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემასა და ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებზე 1 სექტემბერს განხორციელებულ კიბერშეტევაში რუსეთის ბრალეულობა ჯერ დადასტურებული არ არის. მაგრამ ხელწერისა და წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ მომხდარის უკან კრემლი დგას.

კიბერშეტევის სამიზნე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია გახდა. შსს-ს ინფორმაციით, მოპარული დოკუმენტები ონლაინ ატვირთეს სხვა, ყალბ დოკუმენტებთან ერთად. შსს არ ასახელებს იმ ვებგვერდს, სადაც ეს მასალები განათავსეს ჰაკერებმა. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება მნიშვნელოვანი შეკითხვები და, მაგალითად: ეს პლატფორმა სპეციალურად ამ კიბერშეტევის კვალდაკვალ შეიქმნა თუ მანამდეც მოქმედებდა და რა ენაზე ფუნქციონირებს ის.

წაიკითხე მეტი.

ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფები საქართველოში და მათი კავშირები კრემლთან. იყენებს თუ არა ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს მაშველ რგოლებად? „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG