Accessibility links

ბათუმის სამშობიარო სახლი კორონავირუსის გავრცელების გამო დაიკეტა


ბათუმის სამშობიარო სახლი

იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიაროში 5 მედპერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა. 4 თანამშრომელს წინა დღეებში დაუდგინდა, ერთს კი დღეს გამოუვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქით, ბათუმის სამშობიარო სახლში ახალი კლასტერი გაჩნდა და იგი საკონდიტრო დონას უკავშირდება:

"ამ წუთებში იქ შესულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი. მთლიანად იტესტება სამშობიარო სამსახური. არცერთი მელოგინე და არცერთი ბავშვი აღარ არის სამშობიაროში. იყვნენ, გაეწერენ და ახალი შედინება აღარ მოხდა. იქ ახლა რჩება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი. დაიტესტება ყველა და პასუხებიდან გამომდინარე გადაწყდება როდის გააგრძელებს სამშობიარო ფუნქციონირებას."

რუსუდან შავიშვილის თქმით სამშობიაროს კლასტერის შემთხვევები კავშირში იყო საკონდიტრო დონასთან, სადაც კორონავირუსის პირველი შიდაგადაცემის შემთხვევა 1 სექტემბერს დაუდგინდა იქ მომუშავე კონსულტანტს.

9 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 25 ბათუმშია დადასტურებული.

ასევე ნახეთ:

აჭარაში კოვიდ-19-ზე ტესტირებისთვის დამატებით 2 კარავი გაიხსნება

ეზუგბაია კორონავირუსის შემთხვევების მატებაზე: 30,40, 50 შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 7 საკონდიტრო „დონასთანაა“ დაკავშირებული

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG