Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ბათუმში არმაზ ახვლედიანია


არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

„ევროპული საქართველოს“ სახელით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის არმაზ ახვლედიანი იბრძოლებს.

„ევროპული საქართველო“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები, ყველაზე მეტად ახასიათებს გუნდურობა და ყველაზე უკეთ უწყის, რას ნიშნავს საქართველოში დემოკრატიული, ნორმალური, სამართლებრივი, სამართლიანი, ჰუმანური მმართველობა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა 20 სექტემბერს, მისი კანდიდატურის წარდგენის ღონისძიებაზე.

50 წლის არმაზ ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 1995-2004 წლებში. 2013-2015 წლებში ის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო. პარტიიდან წასვლის შემდეგ, ახვლედიანმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას.

XS
SM
MD
LG