Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში 200,000-ს უახლოვდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


აშშ-ში 200,000 ადამიანს უახლოვდება ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ასეთ ფონზე, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკელებისთვის ყველაზე უარესი ეტაპი დასრულდა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში კი ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

აშშ-ში საშუალოდ დღე-ღამეში 800 ადამიანი იღუპება, თუმცა ეს მაინც შემცირებული რიცხვია აპრილის შუა პერიოდთან შედარებით, როცა ეს მაჩვენებელი 2,800-ზე მეტი ადამიანი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე აშშ-ში ბევრი ექსპერტი გამოდიოდა ვარაუდით, რომ ახალ ვირუსს 200,000-მდე ამერიკელის სიცოცხლე შეეწირებოდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 21 სექტემბრის მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვია 199,881 - რაც ერთი მესამედია 600,000 ადამიანისა, რომელიც აშშ-ში კიბოს დაავადებით იღუპება ყოველ წელს.

ევროპაში ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ებრძვიან კორონავირუსის გამოცოცხლებას, რომელიც, ბევრი ექსპერტის შიშით, წარმოადგენს ვირუსის მეორე, საშემოდგომო ტალღას. ზოგიერთი ქვეყანა და ქალაქი იძულებულია, აღადგინოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG