Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსზე გამოკვლეული 2237 მასწავლებლიდან 8 აღმოჩნდა ინფიცირებული


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით აგვისტო-სექტემბერში აჭარაში დასასვენებლად მყოფი პედაგოგების 71% უკვე გამოიკვლიეს, გამოკვლეულთაგან კორონავირუსი 8 მასწავლებელს დაუდასტურდა.

„მასწავლებელები ვინც აგვისტო-სექტემბერში იმყოფებოდნენ აჭარის რეგიონში, ასეთი იყო 2237 მასწავლებელი,რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი 71 %-ი იქნა გამოკვეული და 8 შემთხევეში დადასტურდა კორონავირუსული ინვექცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ყველგან, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობდა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბათუმი და ქობულეთი იყო პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც მთავრობის 7 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურად უნდა დაწყებულიყო პირველ ოქტომბრამდე. 11 სექტემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამგვარადვე დაწყებულიყო სასწავლო წელი საქართველოს დიდ ქალაქებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. დახურვის ბრძანება მიეცათ იმ სკოლებსაც, რომლებმაც შემოწმების საფუძველზე სწავლის შენობებში დასაწყებად მზაობა აჩვენეს და სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან დაიწყეს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG