Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ სკოლები, სადაც სწავლა უკვე დაიწყო


ის სასწავლებლები (კერძო/საჯარო/უმაღლესი), რომლებმაც უკვე დაიწყეს სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე. ამ გადაწყვეტილების შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გამოაცხადა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში მოსწავლეები საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს აღარ შევლენ, ისინი სწავლას დისტანციურად დაიწყებენ.

ეს გადაწყვეტილება თანაბრად ეხება საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

XS
SM
MD
LG