ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. გამონაკლისი იქნება აჭარა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლები სრულად განაახლებენ მუშაობას ფოთსა და გორში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.