Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-მა გააუქმა რუსული წარმომავლობის ყალბი გვერდები


კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციამ გააუქმა ამ სოციალური ქსელის 214 მომხმარებელი, 35 გვერდი და 18 ჯგუფი და Instagram-ის 34 ექაუნთი, რომლებსაც რუსული წარმომავლობა ჰქონდათ. ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო უცხოური, ან სამთავრობო ჩარევის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის დარღვევის გამო.

გაუქმებული გვერდების და ჯგუფების საქმიანობა ძირითადად, კონცენტრირებული იყო სირიასა და უკრაინაზე, შედარებით ნაკლებად თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსზე, მოლდოვაზე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე.

Facebook-ის ინფორმაციით, ამ კამპანიის უკან მდგომი პირები თავს ასაღებდნენ ამ ქვეყნების მცხოვრებად და ჟურნალისტებად და ცრუ შეტყობინებებს აქვეყნებდენ სხვადასხვა ენაზე. მათ მიერ გავრცელებული ცნობები ეხებოდა სამოქალაქო ომს სირაში, თურქეთის საშინაო პოლიტიკას, ომს უკრაინაში, ნატოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის და აშშ-ის პოლიტიკას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG