Accessibility links

ევროკავშირმა დაამტკიცა კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტირების მეთოდი


ადამიანები კორანავირუსის ტესტის მოლოდინში, ანდიჟონი, უზბეკეთი.

ევროკავშირმა დაამტკიცა სწრაფი ტესტების გამოყენება კორონავირუსის დასადგენად. მათი საშუალებით შესაძლებელია 15 წუთში შედეგის მიღება და მისი გაკეთება ღირს 20 დოლარამდე.

ამის თაობაზე იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი.

სწრაფი ტესტირება შესაძლებლობას იძლევა სწრაფად დაიძლიოს კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღის შედეგები.

დამტკიცებული ტესტი ვირუსული ცილების ანტიგენების განსაზღვრის პრინციპს ეფუძნება და ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ახლა გავრცელებული PCR-ის ტესტი. სწრაფი ტესტის ავტორების თანახმად, ის ადგენს კორონავირუსით დაავადებას შემთხვევათა 93,5 პროცენტში, ხოლო დაავადების არ არსებობას - 99,3 პროცენტში.

ფიქრობენ, რომ უფრო არაზუსტი ტესტირება ამ მეთოდის უპირატესობა შეიძლება იყოს, და არა პირიქით. გაზეთი New York Times-ი წერდა, რომ ზედმეტად ზუსტმა ტესტებმა შეიძლება გადატვირთოს სამედიცინო სისტემა, რადგან თუ ჯანმრთელი ადამიანს აღმოაჩნდა კვალი, მას ავადმყოფებად აღრიცხავენ.

წლის ბოლოს ევროპაში გამოჩნდება ტესტირების ორი სხვა სწრაფი მეთოდი, რაც ქვეყნებს, მაგალითად, აეროპორტებში ოპერატიული ტესტირების საშუალებას მისცემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG