Accessibility links

თბილისის მერიამ დააჯარიმა „სტრატეგია აღმაშენებელი“ მერიასთან გამართული აქციის გამო


„სტრატეგია აღმაშენებლი“, რომლის წარმომადგენლებიც თბილისის მერიასთან მათთვის გამოწერილი ჯარიმების გასაპროტესტებლად იყვნენ მისულები ისევ დააჯარიმეს. თბილისის მერიის განცხადების თანახმად აქციისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა თვითნებულრად გაშალეს კარვები.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის მოხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 4 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG