Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში აქცია განაახლეს დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალებულებმა


ეპიდსიტუაციით განპირობებული შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია განაახლეს და კარვები გაშალეს. მათი ინფორმაციით, აქციის ოთხი მონაწილე შიმშილობს.

აქციის მონაწილეები თქმით, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან. ისინი ხელისუფლებას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს კონპენსაციის გაზრდასაც. საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ სამორინეების, სარიტუალო დარბაზების თანამშრომლები, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, ისინი ვინც პანდემიის გამო საქმინობაშეჩერებულ დაწესებულებებში მუშაობდა.

საპროტესტო აქცია ბათუმში 6 ოქტომბერასაც გაიმართა, მსგავსი მოთხოვნებით.

7 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხოდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა,რომ მთავრობა იფიქრებს, როგორ დაეხმაროს აჭარის რეგიონში დაწესებული შეზღუდვების გამო შექმნილი პრობლემების მქონე მოქალაქეებს.

ეპიდსტუაციის გამო აჭარაში - აკრძალულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და კვების ობიექტები 22:00 საათზე იკეტება.

7 ოქტომბრის კორონავირუსის 508 დადასტურებული ახალი შემთხვევიდან 259 ახალი შემთხვევა, აჭარაში გამოვლინდა რაც საერთო რაოდენობის 51%-ია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG