Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრიუს კუბილიუსი „კარტოგრაფების საქმეს“ ეხმაურება


ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „კარტოგრაფების საქმეს“ ტვიტერზე გამოეხმაურა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეთა დაკავებით რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

„საქართველოს ხელისუფლებამ ორი საჯარო მოხელე დააკავა "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის". შენიშვნა - ეს მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" რეალური პრობლემებისგან - პანდემიაზე რეაგირების და შეჩერებული ეკონომიკისგან, ყურადღების გადასატანად, პოლიტიკურ ოპოზიციას ადანაშაულებს“, - წერს კუბილიუსი ტვიტერზე.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 6 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი რამდენიმე დღის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG