იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან აირჩიეს. დასახელდა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საბჭოს ექვსმა წევრმა დაასახელა. ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 4 წლის ვადით დაიკავებს.
ნინო ქადაგიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოსტზე საბჭოს შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი, საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლიდან, მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც თანამდებობა დატოვა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.