Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სკოლები დაკეტეს


ცხინვალი
ცხინვალი

დღეიდან ორკვირიანი კარანტინია გამოცხადებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას განცხადებით, მიზეზი კორონავირუსის და სეზონური მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევებია. კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ მუშაობას აგრძელებენ საბავშვო ბაღები, გარდა ჯავის და ზნაურის რაიონებისა, სადაც კორონავირუსის გამო, სააღმზრდელო დაწესებულებები გასულ კვირაში დაკეტეს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 15 სექტემბრიდან, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში გამოვლენილია სულ 305 შემთხვევა, მათგან 215 „საზღვრის“ გახსნის შემდეგ. COVID-19-ით გარდაცვლილია 2 ადამიანი.

ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და მისი „ადმინისტრაციის“ თანამშრომლები, ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენადი ბეკოევი და „მთავარი სანიტარი“ მარინა კოჩიევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG