Accessibility links

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინში ყოფნის წესი დღეიდან შეიცვალა


დღეიდან, 21 ოქტომბრიდან უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ.

ტესტირება ჩატარებული უნდა იყოს ბოლო 72 საათის განმავლობაში. თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ტესტის პასუხი, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყო 14 დღიანი კარანტინი. მომდევნო ეტაპზე ეს ვადა 12 დღემდე შემცირდა. ამჟამად სავალდებულოა 8 დღიანი კარანტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG