Accessibility links

site logo site logo

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა


ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილი 1 759 ახალი შემთხვევიდან ვირუსი 131 სამედიცინო პერსონალს დაუკავშირდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

"ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვართ ჩვენ", - თქვა მან.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალში შედიან როგორც ექიმები, ისე დამხამრეები. შემთხვევების ნაწილი კი ოჯახურ ურთიერთობებს და არა სამუშაო გარემოს უკავშირდება.

თითქმის ყოველდღიურად იზრდება თბილისში, იმერეთსა და აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 759 ახალი შემთხვევიდან თბილისზე 686 ახალი შემთხვევა მოდის, აჭარაზე - 487, იმერეთზე კი 356.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 350 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9 751.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში Covid-19-ით გარდაცვლილია 183 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG