Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან თბილისში 10 ახალი სამარშრუტო ხაზი ემატება


ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან, თბილისში 10 ახალი სამარშრუტო ხაზი ამუშავდება, რომელზეც ახალი მიკროავტობუსები და ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. სამარშრუტო ხაზების პრეზენტაცია თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გამართა, რომელმაც ახალი, ე.წ. სწრაფი დერეფნის ამუშავებაზე ისაუბრა.

ხვალიდან პირველ ე.წ. სწრაფ დერეფანზე - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან (საბურთალო) ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ისანი) მიმართულებით 12-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. მასზე გადაჯდომას "საუბნო" და "საქალაქო" ტრანსპორტის მგზავრები შეძლებენ.

"ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2,5-ჯერ. შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.

ახალი მარშრუტები და მათი მოცდის სავარაუდო დრო

სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები

  • #301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები

  • #332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით;
  • #385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით;
  • #334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;

საუბნო მარშრუტები - იმოძრავებენ ახალი მიკროავტობუსები

  • #401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით;
  • #402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
  • #404 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით;
  • #405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • #447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • #466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

ვიცე-მერმა თქვა, რომ ახალი სამარშრუტო ხაზები ემატება დღეს არსებულ მარშრუტებს და უკვე არსებულები უცვლელი რჩება.

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისში მოძრავი 3 000 მიკროავტობუსის რაოდენობა 1 200-დან 1 500-მდე შემცირდება, სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. გარდა ამისა, ქალაქში დაემატება რამდენიმე ასეული ახალი 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG