Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან დამატებულ 10 მარშრუტზე საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი


ხვალიდან, 24 ოქტომბრიდან, თბილისში დამატებულ 10 ახალ სამარშრუტო ხაზზე საფასურის გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. მგზავრმა საფასური მგზავრობის დაწყებისას უნდა გადაიხადოს.

ახალი წესი გავრცელდება როგორც ავტობუსებზე, ისე მიკროავტობუსებზე.

"ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული", - თქვა ხაზების პრეზენტაციის დროს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ.

ახალი სამარშრუტო ხაზები

სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები

  • #301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი - იმოძრავებს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები

  • #332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით;
  • #385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით;
  • #334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;

საუბნო მარშრუტები - იმოძრავებენ ახალი მიკროავტობუსები

  • #401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით;
  • #402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
  • #404 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით;
  • #405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • #447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
  • #466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისში მოძრავი 3 000 მიკროავტობუსის რაოდენობა 1 200-დან 1 500-მდე შემცირდება, სრულად ჩანაცვლდება ყვითელი ავტობუსები. გარდა ამისა, ქალაქში დაემატება რამდენიმე ასეული ახალი 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG