Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება, თუ ყველა ატარებს პირბადეს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თუ მოქალაქეების 90%-ზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, ვირუსის გავრცელება შემცირდება 70%-ით.

„თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში - პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად და მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ჩვენ გვეკეთება პირბადე, ის პროგნოზები, რაც ჩვენ გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, დაინერგა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელსაც ასევე გამოიყენებენ.

XS
SM
MD
LG