Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ემსახურება


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, მოქალაქეთა პირველ სამედიცინო დახმარებაზე საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4500-მდე თანამშრომელი ზრუნავს, რომლებიც 78 ბაზაზე არიან განთავსებული. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პრიორიტეტულ (გადაუდებელ) შემთხვევებზე რეაგირების საშუალო დრო 24 წუთია. მისივე თქმით, პერსონალის COVID-19-ით ინფიცირების წინააღმდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია, თუმცა ინფიცირების შემთხვევებში ჰყავს გარკვეული რეზერვი, რომ მათი ჩანაცვლება მოხდეს.

ინფიცირებულთა მატებასთან ერთად იზრდება სასწრაფო დახმარების სამსახურის კოვიდინფიცირებული ექიმების რიცხვიც.

ექიმები, რომელთაც საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მხოლოდ კოვიდინფიცირებული ექიმის ეკიპაჟის წევრები გადაჰყავთ, ხოლო ისინი, ვინც მათთან ერთად, ერთ სივრცესა და ცვლაში მორიგეობენ, მუშაობას აგრძელებენ.

რამდენიმე ათეულს სცდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ინფიცირების რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG