Accessibility links

რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების მიზეზი განმარტა


რევაზ ნადარაია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მოსამართლე წევრმა, რევაზ ნადარაიამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილით ახსნა. „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მან განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველად მონაწილეობა კანონის შესაბამისად იწვევს მის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ავტომატურ ჩამოშორებას კონკურსის ყველა ეტაპიდან.

„ამავე დროს, იუსტიციის საბჭოს წევრობის ვადაც უკვე ახლო მომავალში მეწურება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საკონკურსო პროცედურები მოითხოვს მეტად დიდ ძალისხმევას, ამავდროულად ასევე ვიხილავ საქმეებს, მიზანშეწონილად ჩავთვალე დავტოვო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობა“, - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ 26 ოქტომბერს „ფეისბუკში“.

ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, რევაზ ნადარაიას მიერ იუსტიციის საბჭოს დატოვების შესახებ 23 ოქტომბერს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე კომენტარი რევაზ ნადარაიას მაშინ არ გაუკეთებია. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად დატოვა გიორგი მიქაუტაძემაც.

რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2017 წლის აპრილში აირჩია. 2017 წლიდან იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG