საქართველოში, ახალი კორონავირუსი 0-1 წლის 433 ბავშვს დაუდასტურდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1%-ია. ყველაზე მეტად, კოვიდ-19 გავრცელებულია 30-59 წლების ასაკობრივ ჯგუფში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 27 ოქტომბრის ბრიფინგზე განაცხადა.
საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კოვიდინფექცია ასე ნაწილდება:
- 0-1 წლამდე - 433 (1%)
- 2-18 წლამდე - 4038 (13%)
- 19-29 წლამდე - 5 000 (16%)
- 30-59 წლამდე - 16 174 (50%)
- 60-79 წლამდე - 18%
- 80 წელს ზემოთ - 2%
27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კოვიდ 19-ის 32 127 შემთხვევა. გარდაცვლილია 238 ადამიანი, 12 632 კი - გამოჯანმრთელდა.