Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში 4000-ს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ამავე შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია 26 პაციენტი, ხოლო სოხუმში, რუსულ სამხედრო-საველე ჰოსპიტალში - 4.

აპრილიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3952 შემთხვევა. მათგან 1474 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 36 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG