Accessibility links

ამირან გამყრელიძე: შემიძლია დავაკაკუნო და გითხრათ, სტაბილიზაციის ნიშნებია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღის მონაცემების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ატარონ პირბადე.

"გარკვეულად, ოდნავ-ოდნავ შემიძლია ვთქვა და [ხეზე] დავაკაკუნო, სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა ამ დღეებში. დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხმა პირბადის ტარების კულტურა გაზარდა", - თქვა გამყრელიძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1900-ს არ აღემატებოდა. მათ შორის ბოლო დღე-ღამეში 1 731 პირი დაინფიცირდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG