Accessibility links

ეკატერინე ტიკარაძე: „ლოკდაუნი“ არ განიხილება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობა არ განიხილავს ე.წ. „ლოკდაუნს“, ანუ კორონავირუსის გამო ქვეყნის მკაცრ იზოლაციაში მოქცევას.

„ლოკდაუნის შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, ლოკდაუნი არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება“, - თქვა ტიკარაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის დამატებით შეკითხვას, „ჩაკეტვა შეიძლება იყოს?“, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა: „არ განვიხილავთ ამას“.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2 ნოემბრიდან მთავრობა "ლოკდაუნს" გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG